среда, 2 марта 2016 г.

ცხოვრება თეატრია



ცხოვრება თეატრია!"-ეს საუკუნეების წინ დაასკვნა შექსპირმა...როგორც ჩანს,მაშინ არავინ იცოდა ცირკი რა იყო...
ალბათ მოთხრობის წერა პროლოგით უნდა დამეწყო,მაგრამ ამ ამბავს არც დასაწყისი აქვს,არც დასასრული...რა შეიძლება ითქვას?
       ჩვენი ცხოვრება თეატრია, ჩვენ კი მასში მოთამაშე მსახიობები ვართ... არავინ დარჩება როლის გარეშე, მართალია ზოგს მთავარი, ზოგს კი მეორეხარისხოვანი როლი შეხვდება... როლი - ჩვენი ბედისწერაა და მას ვერ ჩავასწორებთ, როგორც არ უნდა გვინდოდეს! ბედისწერაზე უარის თქმაც არ შეგვიძლია, რადგან მაშინ ერთადერთი გზასიკვდილია...
       თეატრი! რამდენი აზრი მოდის თავში ამ სიტყვაზე!სიამოვნება, სილამაზე, ყველა ამქვეყნიური პრობლემის დავიწყება, სინამდვილის ასახვა თავისი სიმშვენიერითა და ნაკლით... ამ ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს და არც არასდროს ექნება, რადგან თეატრიეს ყველაფერია! ჩვენს როლებს ყოველდღიურად ვასრულებთ - ხან კომიკურ სახეებს  ვქმნით, ხან კი ტრაგიკულ... გვიხარია, გვძულს, გვწყინს, გვიყვარს, ვღელავთ, ვიტანჯებით, ვტირით, გვსიამოვნებს... ჩვენ თვითონაც კი ვერ ვხვდებით, თუ რა ნიჭით ვართ დაჯილდოვებულნი ღვთისაგან! ყველა გრძნობას გამოხატვა სჭირდება, ისე უბრალოდ კი არ ხდება ეს ყველაფერი!!
 მთელი მსოფლიო სცენააასე იწყებს შექსპირი  მონოლოგს ტრაგედიაშიროგორც შენ მოგწონს“. ეს მონოლოგი ადარებს სამყაროს სცენას, ცხოვრებას - თამაშს, კაცებს და ქალებსსცენაზე მყოფ მსახიობებს. იგი ამბობს, რომ როგორც თეატრს ასევე სიცოცხლესაც აქვს ორი კარიბჭესაიდანაც შემოხვალ და  საიდანაც გახვალ (ანუ დაიბადები და გარდაიცვლები).

მართლაც, მთელი ჩვენი ცხოვრება თეატრია. ან, ფილმთან მსგავსება უფრო შთამბეჭდავიამთელი ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა ფილმებისაგან შედგებაშესაბამისად სხვადსხვა როლის მორგება გვიწვს: ხან დადებითი გმირი ვართ, ხან უარყოფითი; ხან მეგობრები გვყავს, ხან მარტონი ვრჩებით; ხან პროგრესს განვიცდით, ან  დაბლით მივექანებით; ხან ჩვენ ვართ სიყვარულის ობიექტი, ხან კი ჩვენ გვყავს სიყვარულის ობიექტი..

მოკლედ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთავატარში“, „დიდებულ გეტსბიში“, „პერლ ჰარბორში“, „შერლოკ ჰოლმსში“,  „სათამაშოში“,  „რემბოში“, „ ნიღაბში”  ან თუნდაც, „ადრენალინში“ …

ამასთანროლებს, უმეტესწილად თავად ვირგებთიცით, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ახლა ყველაზე მარტოსულ, უბედურ და უინტერესო ადამიანად გრძნობთ თავს თუ პირიქით - ძალიან დიდი შანსია რომ ეს როლი თქვენს მიერ გაუცნობიერებლადაა არჩეული, რადგან იქ კომფორტულად გრძნობთ თავს - ასე ამბობენ ფსიქოლოგები. ჩვენ კი, ცხადიაიმ როლებისაკენ მივილტვით რომლებიც ჩვენთვის უკვე დალაშქრული მწვერვალია მათი შესრულებისას კი  ყველაზე თავდაჯერებულები ვართ.

ჩემი მოსაზრება უსაფუძვლო და მხოლოდ ჩემეული რომ არ იყოს, მინდა საინტერესო ჩრთვა გავაკეთო, რისთვისაც თავდაპირველად ერთი ცნების - სოლიფსიზმის განმარტება მომიწევს:

სოლიფსიზმი  სუბიექტური იდეალიზმის უკიდურესი ფორმაა, რომლის თანახმადაც, უარყოფილია ობიექტური რეალობის არსებობა. სოლიფსიზმი ერთადერთი ნამდვილად არსებული ინდივიდუალური ცნობიერებაა. არსებობს მხოლოდ „მე“, ხოლო გარესამყარო, მათ შორის სხვა ადამიანებიც, მისი წარმოდგენაა. ასეთია სოლიფსიზმის ძირითადი პრინციპი. სოლიფსიზმი თანამიმდევრული ფორმით მეტად იშვიათად გვხვდება ფილოსოფიის ისტორიაში. იგი იმდენად აშკარად ეწინააღმდეგებოდა მეცნიერებასა და ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობას, რომ მის პირდაპირ დაცვას თითქმის არავინ ცდილობდა.“

თუმცა, თანმედროვე აზროვნების წინამორბედიც გაუთვიცნობიერებლად და ფარულად ემხრობოდა სოლიფსიზმს. პითაგორას მიაჩნდა, რომ ნებისმირი საგნის არსი რიცხვებით გამოიხატებოდა. მისი აზრით რეალური სამყარო  – ილუზიური იყო, ყალბიბნელით მოცული გარემოს მსგავსად. ჭეშმარიტება კი რეალობაში განიბნევოდა. იგი ამ ყოველივეს დაურთავს იმასაც, რომ ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხედბოდა აუცილებლად მეორდებოდა.(.. დეჟავიუ-ები) ასე რომ, ამ ქვეყნად ახალი არაფერია. იგივე აზრი გვხვდება ბიბლიაშიც: “რაც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება ის უკვე იყო. და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს

მოდით წამით დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ რომ ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლია, ჩვენ სცენაზე ვდგავართ და  როლს ვასრულებთ. თუმცა გასაკვირია, რომ წინასწარ არ ვიცით, როდის მიაღწევს ეს სპექტაკლი კულმინაციას. ამის მიუხედავად ჩვენ უკან არ ვიხევთ, თამაშს ვაგრძელებთ. გინახავთ სპექტაკლი რეჟისორის გარეშე? მე არა. ჩნდება კითხვა: ამ სპექტაკლსაც ხომ უნდა ჰყავდეს რეჟისორი? და მაყურებელი? მაყურებელიც ხომ სჭირდება სპექტაკლს? მის გარეშე მსახიობისთვის თამაშს რაღა აზრი აქვს?
მე ეს ყოველივე სოლიფსიზმთან დავაკავშირე. თუ ამ კითხვებს ამავე ცნების საშუალებით გავცემთ პასუხებს, გამოდის, რომ ჩვენვე ვდგამთ, ვასრულებთ და ვუყურებთ საკუთარ სპექტაკლს. თუნდაც ახლა, როდესაც მე თქვენს წინაშე საკუთარი ნაშრომით წარვსდექი, მიჩნდება კითხვა: ვისთვის ვაკეთებ მე მას? საკუთარი თავისთვის? ანუ თქვენ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხართ.. თუ ერთ-ერთი თქვენგანისთვის, რომელმაც შემქმნა მე.. ?
ალბათ დაგებადებოდათ ასეთი კითხვა: თუ ადამიანი საკუთარი ნებით სახავს გარესამყაროს, მაშინ რატომ იქმნის იგი ცუდ პირობებს? მე გიპასუხებთ: ადამიანი საკუთარ სამყაროს იმის მიხედვით ქმნის თუ რა შესაძლებლობაც გააჩნია მას. თუ კაცს შინაგანად მებრძოლი, ძლიერი ხასიათი აქვს და ამასთანევე შეუპოვარი, ნიჭიერი და უშიშარია - იგი თავს სრულფასოვნად მხოლოდ ლიდერის როლში იგრძნობს. თუ პიროვნება უსუსურია და მხოლოდ ალკოჰოლის მიღებისკენ აქვს გონება მიმართული, რა თქმა უნდა იგი მარტო ლოთობას მოახერხებს და სწორედ აქ იგრძნობს თავს კომფორტულად. ასე რომ მოირგეთ საკუთარი როლი, თუ თქვენ ხართ ამ სამყაროს შემქმნელები..

Комментариев нет:

Отправить комментарий